სენსაციური აღმოჩენა (meta: ჩურჩხელა)

მოგეხსენებათ, საქართველოში გავრცელებულია საახალწლო ნუგბარი, სახელად „ჩურჩხელა“. თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის წევრებს არაფერი გამოგვეპარება ხოლმე და ახალ წელს ჩვენი ყურადღება მიიპყრო ჩურჩხელის ფორმამ. თითქოს საიდანღაც გვეცნობოდა ეს წაგრძელებული ფორმის „საჭმელი“, მაგრამ ვერ ვიხსენებდით. და აი, იმავე დღესვე როდესაც ვათვალიერებდი მითოლოგიის ენციკლოპედიას, თვალი მოვკარი სტატიას „ფალოსის კულტი“, რომელიც ადრე მქონდა წაკითხული.. და უცებ გამახსენდა ის ურთულესი ამოცანა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მქონდა ამოსახსნელი  – საიდან გვეცნობა ჩურჩხელის ფორმა..

ევრიკა!! ჯაჭვი შეიკრა.. ფალოსის კულტმა, რომელიც ძველ საქართელოში იყო, დაგვიტოვა ეს გემრიელი საკვები. მოდით, გავარკვიოთ რა იყო ფალოსის კულტი. აქ მოყვანილია ამონარიდები „მითოლოგიის ენციკლოპედიიდან“ (ავტ: აკაკი გელოვანი. გვ 493–494)

„ფალოსის კულტი (ბერძ phallus, phalles – მამაკაცის სარცხვინელი) – უძველესი რწმენა და სარიტუალო ცერემონიალ, რაც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების სიმბოლურ გამოსახულებასთან , ფალოსთან (და ვულვასთან). ბუნებრივია, უხსოვარ წარსულშივე იქცა ძლიერების და გამრავლების სიმბოლოდ..“

„ ფალოსის კულტი ძველია, როგორც თვით ადამიანი, ის დღემდეა შემორჩენილი ჩამორჩენილ ტომებში, აგრეთვე იაპონიაში, სადაც ხალხის წარმოდგენით თვით ამ ქვეყნის წაგრძელებულ კუნძულებს ფალოსის მოყვანილობა აქვთ, ამით ხსნიან მოსახლეობის სიმრავლეს.“

რა თქმა უნდა, ეს კულტი საქართველოშიც არსებობდა:

„ფალოსის კულტი ჩვენშიც ისევე ძლიერი იყო, როგორც სხვაგან. ძალზე დამახასიათებელია ბრინჯაოს ფალოსის ქანდაკი, რაც ზეკარში (ბაღდადის რაიონი) აღმოჩნდა (ქალის ტანი და მამაკაცის დაძაბული ასო). ასეთივე სარიტუალო ქვის გამოსახულებებია აღმოჩენილი სვანეთში. ერთი ასეთი, ტყვიისგან ჩამოსხმული, მუჟალში ნახა ს.მაკალათიამ და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია. მასთან დაკავშირებულია სექს. სცენები „საქმისაი“, რაც სოფლად ხდებოდა. ფალოსის კულტის  სვანური სიმბოლური ქანდაკებანი (მულახის ღვთისმშობლის ეკლესიაში ხის ფალოსი, ლითონის და ქვის კვირისტავები) ძლიერ ემსგავსება შაქტის ძვ. ინდური ფალოსის კულტის ატრიბუტებს (ლინგამები, ლითონის და ქვის ფალოსები, ქანდაკები). საქართველოში, წითელ ხიდთან , ფალოსის დიდი ქანდაკი იდგა. „ფალუა“ – მეგრულად „კვირტის გაშლა“ – კავშირი. საქართველოში ფალოსის კულტის სიმყარეზე და ანტიკურ სამყაროსთან კავშირზე მეტყველებს თუნდაც სიტყვა „ფალუ“,  რაც ლათინურ და ბერძნულ სიტყვა „ფალუსს“ ემთხვევა და ნაყოფიერების სიმბოლოა“.

ასე და ამგვარად, დავადგინეთ, რომ ძველ საქართველოში, საკმაოდ მყარად ჰქონია ფეხი მოკიდებული ფალოსის კულტს. და რა გასაკვირია, რომ ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს მისი მინი–ქანდაკებები, რომლებსაც საკვებად იყენებდნენ. ჩურჩხელის ომში წაღებასაც ორმაგი დატვირთვა ჰქონდა – ერთის მხრივ, მათ მიჰქონდათ მსუყე საკვები, და ამავდროულად თან მიჰქონდათ თავიანთი სათაყვანებელი ნივთი.

შეადარეთ :

ჩურჩხელა                                      ფალოსის ქანდაკება

ჩურჩხელის წარმომავლობის გარკვევის შემდეგ მაინც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგვრჩა – რადგან ჩურჩხელა ფალოსის კულტის ერთ–ერთი ატრიბუტი იყო, მისი გამოყენების სფერო მხოლოდ კულინარიული მოთხოვნილებები არ იქნებოდა. დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მის ფორმაში იმალებოდა მეორე, უფრო დიდი საიდუმლო და ცხადია მასაც მივაგენით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში მკაცრად იკრძალებოდა ქორწინებამდელი სექსუალური კავშირი. ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს ჰორმონები არ აწუხებდათ.. და რამდენადაც საპირისპირო სქესის რჩეულ წამომადგენელს ვერავინ მიმართავდა ვნების დასაკმაყოფილებლად ( შეიძლებოდა ერთეულებს გაერისკათ–დიდი რისკის ფასად), ცდილობდნენ სხვა გზები ეპოვათ მოზღვავებული ჰორმონების შესაჩერებლად. და რა დიდი ძებნა დასჭირდებოდათ მაშინ, როდესაც ყოველდღე ხედავდნენ ფალოსის მოდელს?

შეხედეთ ჩურჩხელას. იგი შედგება 3 ნაწილისგან – წვეტის, ტანისა და ბოლოში გამობმული ძაფისგან. ცხადია, თითოეულ ამ ნაწილთაგანს აუცილებლად ექნებოდა თავისი სპეციფიკური დანიშნულება. ჩვენ ესეც გამოვიკვლიეთ..

  1. წაწვეტებული ფორმა იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ჩურჩხელა მარტივად შეძლებდა „მიზნის მიღწევას“. რაოდენ უცნაური აგებულებაც არ უნდა ჰქონოდა ქალის სასქესო ორგანოს, ასეთი ფორმის მქონე ნივთი მაინც მარტივად შეაღწევდა მასში.
  2. ტანის დანიშნულება გასაგებია – ის არის მამაკაცის სასქესო ორგანოს იმიტატორი, მაგრამ უდავოდ აქვს ერთი პლიუსი მასთან შედარებით – ესაა ზომა. მოგეხსენებათ, ჩურჩხელის საშუალო ზომა მერყეობს 30–50 სმ შორის, რაც გაცილებით აღემატება ბუნებრივი,ადამიანის ფალოსის ზომას. ეს საშუალებას აძლევდა ქალს, თავისი სურვილისამებრ დაერეგულირებინა ჩურჩხელის შეღწევის სიღრმე საკუთარ სასქესო ორგანოში.
  3. ძაფთან დაკავშირებით ჩვენი აზრები გაიყო – მკვლევართა ნაწილს მიაჩნდა, რომ ძაფი განკუთვნილი იყო მეორე ქალისთვის – ანუ იმისთვის, ვინც ჩურჩხელას დაიმაგრებდა და თავის მეგობარს დააკმაყოფილებდა. აბა შეადარეთ – სად საკუთარი ხელით რომ გიწევს მუშაობა და სად დაქალი რომ გეხმარებათ და თავისი ძალით გაწვებათ – ცხადია, მეორე შემთხვევა უფრო ხელსაყრელია ბუნებრივობის ეფექტის მისაღწევად. ძაფს მეორე დანიშნულებაც ვუპოვეთ – აქტის დასრულების შემდეგ ის გამოიყენებოდა ჩურჩხელის სასქესო ორგანოდან გამოსაღებად.

ამ სენსაციური აღმოჩენის შემდეგ ახალგაზრდა მკვლევართა წინაშე წამოიჭრა პრობლემა – ვებრძოლოთ ჩურჩხელებს, როგორც ფალოსის გადმონაშთებს! ამით ჩვენ შევძლებთ აღმოვფხვრათ უდიდესი პრობლემა საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სპეციალური მიმართვა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: