სენსაციური აღმოჩენა (meta: ჩურჩხელა)

იანვარი 15, 2010

მოგეხსენებათ, საქართველოში გავრცელებულია საახალწლო ნუგბარი, სახელად „ჩურჩხელა“. თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის წევრებს არაფერი გამოგვეპარება ხოლმე და ახალ წელს ჩვენი ყურადღება მიიპყრო ჩურჩხელის ფორმამ. თითქოს საიდანღაც გვეცნობოდა ეს წაგრძელებული ფორმის „საჭმელი“, მაგრამ ვერ ვიხსენებდით. და აი, იმავე დღესვე როდესაც ვათვალიერებდი მითოლოგიის ენციკლოპედიას, თვალი მოვკარი სტატიას „ფალოსის კულტი“, რომელიც ადრე მქონდა წაკითხული.. და უცებ გამახსენდა ის ურთულესი ამოცანა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მქონდა ამოსახსნელი  – საიდან გვეცნობა ჩურჩხელის ფორმა.. Read the rest of this entry »

Advertisements

გადავარჩინოთ დედა–ენა

იანვარი 14, 2010

პატივცემულო საზოგადოებავ! ჩვენ, ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. მადლობელნი დაგრჩებით, თუ თქვენი ძვირფასი დროის ნაწილს ჩვენ დაგვითმობთ.

რა არის ენა? – ენა ეს არის ადამიანების ურთიერთობის ძირითადი და ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არსებობდა უამრავი ენა, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც გამოიყენება, ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო კონკურენციას და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა – დღეს კი მათ შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან.

ქართული ენა ერთ–ერთი უძველესია დღეს არსებულ ენებს შორის. ამ უმშვენიერეს ენაზე თავის დროზე დაიწერა ისეთი შედევრები, როგორებიცაა  „ვეფხისტყაოსანი“, „ამირან დარეჯანიანი“, „შუშანიკის წამება“ , „დიდოსტატის მარჯვენა“ და კოტე ყუბანეიშვილის უკვდავი პოეზია. დღეს კი ეს უძვირფასესი განძი საფრთხის წინაშეა!! ჩვენს მშობლიურ ენას საფრთხე ემუქრება და ამის უმთავრესი მიზეზია საზღვარგარეთიდან მზაკვრულად შემოტყუებული ენები, რომლებიც გაცილებით მარტივებია, ვიდრე მრავალსაუკუნოვანი ქართული ენა. ამის გამო აღნიშნული ენები თანდათან პოპულარული ხდება, რაც ამავდროულად იწვევს მშობლიური ენის მნიშვნელობის დაკნინებას. ამიტომ ჩვენ, ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარებმა გადავწყვიტეთ ვიზრუნოთ ქართული ენის გადარჩენაზე. დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ გადასარჩენად საჭიროა, ქართული ენა გახდეს კონკურენტუნარიანი, ანუ ის უნდა გახდეს ისეთივე მარტივი, როგორებიც მისი კონკურენტები არიან.  ამისთვის საჭიროა ქართული ენის რეფორმა და რიგი ხავსმოდებული წესებისა თუ ნორმების გაუქმება.

შემოგვიერთდით!

ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა!


მიმართვა ქართველ ერს (meta: ჩურჩხელა)

იანვარი 14, 2010

თანამემამულენო, მსოფლიოს მასშტაბით თავი გვეჭრება ქართველებს და სამყაროს ცივილიზებული ნაწილი საქართველოს ონანისტ ქვეყანად მოიხსენიებს … ამას ამტკიცებს რიგი სტატისტიკური კვლევებისა , რომლებიც კიდევ და კიდევ ამყარებენ ქართველი ხალხის ამ სამარცხვინო სტატუსს … დადგა დრო არა უარყოფისა არემედ გამოსწორებისა ამ პრობლემის … ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარებმა ბევრი ფიქრის შედეგად მიაგნეს პრობლემის საწყისს … და ეს პრობლემა ყველასთვის საყვარელ და ტკბილ ჩურჩხელაში იპოვეს (სამართლიანად !!!) …. მოგეხსენებათ რომ სქესობრივი კავშირი კატეგორიულად იკრძალება საქართველოში ქორწინებამდე … ბიჭებს არარა დარჩენიათ რა , თუ არა ხელსაქმისა … თუმცა ნუ დავადანაშაულებთ მათ … ისინი მუდამ არიან მზად გაუწიონ პარტნიორობა მანდილოსანს … მანდილოსანნი კი … ისინი როგორ იკმაყოფილებენ სურვილს ??? ჩურჩხელით მეგობრებო …. ჩურჩხელით !!! თქვენ აღშფოთდებით ამის გაგონებაზე , მაგრამ მოგიწოდებთ კარგად დააკვირდეთ მის გამომწვევ და დაგრეხილ ფორმას … ნუთუ ეს უწყინარი და ტკბილი სასუსნავი ასუსნავებს ქალებს , მაშინ როცა მამაკაცები იტანჯებიან ??? კარგად დაუკვირდით ძაფის იმ კვანძსაც, რომელიც ჩურჩხელას მოყვება …. სწორედ მისი საშუალებით შეუძლია ქალს შემოიხვიოს ტანზე ეს სასუსნავი და მეორე ქალს აღუძას მისი მოსუსვნის სურვილი …. ჩვენ კი მეგობრებო მოგიწოდებთ უარყოთ ეს ტკბილეულობა და ამ ზაფხულს დიდი ბრძოლა გამოუცხადოთ ჩურჩხელის მოყვარულთ … ჩვენ ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს ჩურჩხელის წინააღმდეგ .. ამოვიღებთ უკანონო ჩურჩხელების მთელ პარტიებს … მკაცრად შევამოწმებთ ბებოს მიერ გამოგზავნილ ყველა სოფლის ნობათს …. მოსახლეობას ჩავუნერგავთ იმას , რომ მათ უნდა ებრძოლონ ონანიზმს … და ჩურჩხელის მოყვარულთა კორპუსებზე პულვილიზატორით დავწერთ : მან დღეს იყიდა ჩურჩხელა !!! მთავარია მოვერიოთ ამ პრობლემას მეგობრებო და მერე ჩვენ შევძლებთ ვებრძლოთ კიტრისა და სტაფილოს პრობლემას ქვეყანაში …. ჩვენ ამ საქმით მოვახერხებთ დავუბრუნოთ შელახული პრესტიჟი , მრავალტანჯულ ქართველ ერს !!! აღსდექით მეგობრებო …. თქვენ იმაზე დიდ საქმეს გაუკეთებთ ქვეყანას, ვიდრე ეს ცხრა ძმა ხერხეულიძემ მოახერხეს !!!